სავაჭრო სესიები 13:50 - 17:00
3.0465
3.5598
0.0543
2.6121
სიახლეები

სსბ-ის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა შეიცვალა და ახალი თავმჯდომარე აირჩიეს

Image
Tbilisi Stock Exchange

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 215-ე მუხლის შესაბამისად, სს „თბილისის საფონდო ბირჟა“ (სსბ, საიდენტიფიკაციო კოდი: 405099682) აქციონერებს აცნობებს ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

ბირჟის აქციონერთა საერთო კრების (25.09.2025 წ.) გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შემდეგი ცვლილებები შევიდა:

  • ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ხელახალი ვადით, 3 წლით არჩეულ იქნენ საბჭოს მოქმედი წევრები: ირაკლი კირტავა (პ/ნ 01024000443) და გიორგი თხელიძე (პ/ნ 01005001579);
  • თეა ჯოხაძის (პ/ნ 01009003088) ნაცვლად, 3 წლის ვადით საბჭოს წევრად არჩეულ იქნა გიორგი ტრიპოლსკი (პ/ნ 01024001112);
  • მერი ჩაჩანიძის (პ/ნ 11001007323) ნაცვლად, ასევე 3 წლის ვადით საბჭოს წევრად არჩეულ იქნა ოთარ შარიქაძე (პ/ნ 01024019905).

ამასთანავე, ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს 2025 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე, საბჭოს თავმჯდომარედ 3 წლის ვადით არჩეულ იქნა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ოთარ შარიქაძე (პ/ნ 01024019905).

თსბ-ის პარტნიორები

პარტნიორობა წამყვან საფონდო ბირჟებთან გვაძლევს შესაძლებლობას შემოგთავაზოთ მრავალფეროვანი საინვესტიციო ინსტრუმენტები და სანდო სავაჭრო გარემო.