ნინო (ნუკი) სამხარაული 2018 წლიდან შემოუერთდა საქართველოს საფონდო ბირჟის ჯგუფს და ამჟამად იკავებს იურიდიული და რეგულაციების მიმართულების დირექტორის პოზიციას.
იგი ზედამხედველობს კომპანიის სამართლებრივ საკითხებს, კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურის სამართლებრივ მხარდაჭერას, რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესებში მონაწილეობას.
მას აქვს 15 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება სხვადასხვა ანგარიშვალდებულ და ფინანსურ სექტორში მოქმედ ორგანიზაციებთან. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მუშაობდა პროექტის იურისტად დიდ ბრიტანეთში, ასევე თანამშრომლობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან როგორც გარე იურიდიული კონსულტანტი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საინვესტიციო პროექტების სამართლებრივი ანალიზის მიმართულებით. იგი ასევე აქტიურად მონაწილეობს პროფესიული ცოდნის გაზიარებაში და მიწვეული ლექტორის რანგში ატარებს ლექციებსა და ტრენინგებს კორპორაციული მართვისა და კაპიტალის ბაზრის თემებზე.
ნუკი სამხარაული არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით და წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეებს სასამართლოში.
მან მიიღო ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო სამართალში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრის ხარისხი კერძო სამართალში კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, ხოლო სავაჭრო და საკორპორაციო სამართლის მაგისტრის ხარისხი - Queen Mary University of London-ში.
იგი სრულყოფილად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს, ხოლო ფრანგულ ენას საბაზისო დონეზე.