შპს „გუდაური ლოჯის“ ობლიგაციები სსბ-ის B კატეგორიის ლისტინგში დაუშვეს
30 დეკ 2025
2025 წლის 30 დეკემბრიდან შპს „გუდაური ლოჯის“ ობლიგაცია ოფიციალურად დაშვებულია საქართველოს საფონდო ბირჟის (სსბ) B კატეგორიის ლისტინგსა და სავაჭრო სისტემაში (TS).
დალისტული ფასიანი ქაღალდების სიისა და მიმდინარე სავაჭრო სესიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ სსბ-ის პორტალს.
პარტნიორობა წამყვან საფონდო ბირჟებთან გვაძლევს შესაძლებლობას შემოგთავაზოთ მრავალფეროვანი საინვესტიციო ინსტრუმენტები და სანდო სავაჭრო გარემო.