თსბ ციფრულ ტრანსფორმაციას აანონსებს: ლისტინგი 1-Click პრინციპით
26 აგვ 2026
საქართველოს კაპიტალის ბაზარი განვითარების სრულიად ახალ, ციფრულ ეტაპზე გადადის. თბილისის საფონდო ბირჟა (TSE) და საქართველოს ცენტრალური დეპოზიტარი (GCSD) იწყებენ მასშტაბურ ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას, რომლის მთავარი მიზანი ემიტენტებისთვის ფასიანი ქაღალდების ლისტინგისა და განთავსების პროცესის მაქსიმალური გამარტივებაა.
ახალი ციფრული პლატფორმის წყალობით, ბიუროკრატიული და ხანგრძლივი პროცედურები იცვლება თანამედროვე, ინტუიციური ეკოსისტემით, სადაც კომპანიებს საშუალება ექნებათ გაიარონ ლისტინგის ყველა ეტაპი 1-Click პრინციპით.
„ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, ტექნოლოგიურად განვითარებული და მოქნილი ინფრასტრუქტურა, რომელიც კაპიტალის მოზიდვას თანაბრად გაამარტივებს როგორც მსხვილი ინსტიტუციური მოთამაშეებისთვის, ასევე განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიებისთვის. ლისტინგის ციფრული პორტალი არის ფუნდამენტური ნაბიჯი საქართველოს საფონდო ბირჟის გლობალურ ეკოსისტემასთან ინტეგრაციისა და ადგილობრივი ბაზრის ლიკვიდურობის გაზრდისკენ,“
— აცხადებენ თბილისის საფონდო ბირჟის მენეჯმენტში.
ციფრული ლისტინგის პლატფორმის პრეზენტაცია და ეტაპობრივი გაშვება უახლოეს პერიოდში იგეგმება.
პარტნიორობა წამყვან საფონდო ბირჟებთან გვაძლევს შესაძლებლობას შემოგთავაზოთ მრავალფეროვანი საინვესტიციო ინსტრუმენტები და სანდო სავაჭრო გარემო.